ავტორიზაცია

ასენსიომ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

ასენსიომ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა
თარიღი 13 აპრ 2023, 02:23
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა მარკო ასენსიომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე  ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გაიტანა.

Opta-ს ცნობით, ასენსიოს ჩემპიონთა ლიგაზე ცხრა გოლი აქვს მას შემდეგ გატანილი, რაც სათადარიგო სკამიდან თამაშში ჩაერთო. ეს კი ტურნირის აბსოლუტური რეკორდია.

მეორე ადგილი ერთდროულად სამ მოთამაშეს ეკუთვნის: ოლე გუნარ სოლსკიაერს, ასენსიოს თანაგუნდელს კარიმ ბენზემას და "ბაიერნის" ფორვარდს თომას მიულერს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალმა" "ჩელსი" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილის საპასუხო მატჩი 18 აპრილს, გაიმართება.