კვარაცხელია გახდა მესამე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ითამაშა
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "ნაპოლი" სტუმრად "მილანს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.
კვარაცხელია გახდა მესამე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მიიღო მონაწილეობა.
მანამდე ქართველ ფეხბურთელთაგან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშა კახა კალაძემ, (მილანი) და ასევე ლევან კობიაშვილმა, რომელიც გერმანულ "შალკე 04"-ის შემადგენლობაში თამაშობდა.
მანამდე ქართველ ფეხბურთელთაგან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშა კახა კალაძემ, (მილანი) და ასევე ლევან კობიაშვილმა, რომელიც გერმანულ "შალკე 04"-ის შემადგენლობაში თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 8 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.