ავტორიზაცია

ბენზემა რაულს გაუთანაბრდა და მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება

ბენზემა რაულს გაუთანაბრდა და მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
თარიღი 13 აპრ 2023, 01:16
კარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ მაისურების ჩატარებული მატჩების რაოდენობით რაულს გაუთანაბრდა.

35 წლის ფორვარდმა „ჩელსისთან“ მეოთხედფინალური მატჩი სასტარტოში დაიწყო და მისთვის ეს „რეალის“ მაისურით ლიგაზე 130-ე მატჩი აღმოჩნდა, რითაც მან რაულის შედეგი გაიმეორა.

ამაზე მეტი მატჩი ლიგაზე მადრიდული კლუბის მაისურით მხოლოდ ერთ ფეხბურთელს - იკერ კასილასს აქვს ჩატარებული (150).

ამრიგად, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა და ბენზემამ მომდევნო კვირაში „სტემფორდ ბრიჯზეც" ითამაშა, რაულს გადაუსწრებს და ერთპიროვნული მეორეადგილოსანი გახდება.