ავტორიზაცია

ფერდინანდი: "დღევანდელ მატჩში ვინისიუსი რის ჯეიმს უპატივცემლოდ მოექცა"

ფერდინანდი: "დღევანდელ მატჩში ვინისიუსი რის ჯეიმს უპატივცემლოდ მოექცა"
თარიღი 13 აპრ 2023, 01:25
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, რიო ფერდინანდმა, „ჩელსისთან“ მატჩში ვინისიუსის თამაში გამოარჩია.

„ვინისიუს ჯუნიორი დღეს რის ჯეიმს უპატივცემლოდ მოექცა. რამდენიც ბურთი ჰქონდა, არ ერიდებოდა და პირდაპირ მასზე მიდიოდა.

დარწმუნებული ვარ, ის იგივეს „სტემფორდ ბრიჯზეც“ გააკეთებს.

ახლა რომ „რეალის“ გასახდელში შეხვიდე, დარწმუნებული ვარ, ისინი ცოტა გულდაწყვეტილები იქნებიან, რადგან ფიქრობენ, რომ უფრო მეტის გატანა შეეძლოთ.“, - აღნიშნა ფერდინანდმა მატჩის შეჯამებისას.