ბენასერი გახდა მეოთხე აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მილანის შემადგენლობაში გაიტანა
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "ნაპოლი" სტუმრად "მილანს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.
მატჩის 80-ე წუთზე ისმაელ ბენასერმა შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ბენასერი გახდა მეოთხე აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე "მილანის" რიგებში გოლი გაიტანა.
მანამდე ეს ჯორჯ ვეამ, კევინ-პრინს ბოატენგმა და სალი მუნტარმა გააკეთეს.