ავტორიზაცია

ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა

ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა
თარიღი 13 აპრ 2023, 02:30
მადრიდის "რეალის" გარემარბმა ვინისიუს ჯუნიორმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეტოქის საჯარიმოში ბურთთან შეხების რაოდენობით რეკორდი დაამყარა.

ბრაზილიელი ლონდონის "ჩელსის" საჯარიმოში 17 შეეხო ბურთს, იტყობინება Opta-ს ანალიტიკური პორტალი.

მეტიც, დღევანდელ მატჩში "ჩელსის" ყველა მოთამაშეს ერთად მეტოქის საჯარიმოში ბურთთან მხოლოდ 10 შეხება ჰქონდა.