ავტორიზაცია

საზონოვი: "ჩემთვის საქართველო დედაა, რუსეთი - მამა"

საზონოვი: "ჩემთვის საქართველო დედაა, რუსეთი - მამა"
თარიღი 13 აპრ 2023, 11:53
მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზონოვმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

„ერთ რამეს ვიტყვი: არჩევანი ოჯახთან ერთად გავაკეთე და არა მგონია კითხვა სწორი იყოს. როცა არჩევანს აკეთებ, არ გეკითხებიან რატომ. ფაქტია ერთია, ორი სამშობლო მაქვს. ორმაგი მოქალაქეობა ბავშვობიდან. ჩემთვის საქართველო დედაა, რუსეთი - მამა. არასოდეს ირჩევენ მშობლებს“, - განაცხადა საზონოვმა.

2022 წლის სექტემბერში 21 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. უკვე 17 ნოემბერს მისი დებიუტი მაროკოსთან ამხანაგურ მატჩში შედგა. 

საზონოვმა მიმდინარე სეზონში მოსკოვის "დინამოს" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა.