სანე ბაიერნს სთხოვს, რომ მანეს კონტრაქტი არ გაუწყვიტოს
Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბი ლეროი სანე კლუბს სთხოვს, არ გაუწყვიტონ კონტრაქტი სენეგალელ თავდამსხმელ სადიო მანეს.
თანაგუნდელებს შორის ჩხუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის შემდეგ მანჩესტერ "სიტისთან" (0:3) მოხდა. მანემ სანეს სახეში დაარტყა.
თანაგუნდელებს შორის ჩხუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის შემდეგ მანჩესტერ "სიტისთან" (0:3) მოხდა. მანემ სანეს სახეში დაარტყა.
სანემ ხელმძღვანელობას თანაგუნდელისთვის სასჯელის შემსუბუქება სთხოვა და მისთვის კონტრაქტის გაწყვეტის წინააღმდეგი იყო.