ავტორიზაცია

რაშფორდმა ნიუ-იორკში რომანტიული მოგზაურობისთვის თვითმფრინავი 270 ათას ევროდ იქირავა

რაშფორდმა ნიუ-იორკში რომანტიული მოგზაურობისთვის თვითმფრინავი 270 ათას ევროდ იქირავა
თარიღი 16 Apr 2023, 02:29
მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა ნიუ-იორკში რომანტიკული მოგზაურობისთვის თვითფრინავი 270 000 ევროდ დაიქირავა.

Mirror ცნობით, ინგლისელი ფორვარდი რომანტიკულ მოგზაურობაში თავის საცოლესთან ლუსია ლოისთან ერთად მარტში გაემგზავრა.

ფეხბურთელის მიერ დაქირავებულ Boeing 737 თვითმფრინავს ჩვეულებრივ 125-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. 

რაშფორდი და ლოი 25 წლის არიან, მათ ერთმანეთი 15 წლის ასაკში გაიცნეს. აღსანიშნავია, რომ წყვილმა გასულ წელს დაინიშნა. 

რაშფორდმა მიმდინარე სეზონში მანჩესტერ "იუნაიტედის" მაისურით ყველა ტურნირზე 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 28 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.