ავტორიზაცია

მადრიდის რეალი გერმანელ ნახევარმცველს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა

მადრიდის რეალი გერმანელ ნახევარმცველს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა
თარიღი 16 Apr 2023, 13:16
გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროოსი მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნიკოლო შირამ  იტყობინება.

როგორც ინსაიდერმა აღნიშნა, მოლაპარაკებების პროცესი დასკვნით ეტაპზეა. მხარეებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება. 

33 წლის ფეხბურთელი "სამეფო" კლუბის ღირსებას 2014 წლის ივლისიდან იცავს. 

კროოსმა ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.