ლუჩიანო სპალეტი: "მსაჯმა აშკარა პენალტი არ დაგვიდო, რომლის გატარებაც არ შეიძლებოდა"
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალში „ნაპოლიმ“ შინ „მილანს“ ვერ მოუგო და ტურნირს დაემშვიდობა.
შეხვედრა „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
ლუჩიანო სპალეტი თვლის, რომ "ნაპოლის" "მილანთან" მატჩის პირველ ტაიმში პენალტი არ დაუდეს.
"ვულოცავ მილანს და ნაპოლისაც - ჩვენ გვქონდა შესანიშნავი ჩემპიონთა ლიგა. დღეს ჩვენ დავისაჯეთ გამოუცდელობისთვის.
მილანმა პენალტი გააფუჭა, მაგრამ მისი თავიდან აცილება შეიძლებოდა. მილანის გოლის აცილებაც შეიძლებოდა, რადგან დაბალანსებულად ვითამაშეთ, ბურთის სრული კონტროლი გვქონდა. მილანმა საჯარიმოში ერთადერთი რეალური მომენტის შემდეგ გაიტანა, ჩვენ იგივე ვერ გავაკეთეთ.
ლოზანოს მომენტში პენალტი აშკარა იყო, ეს ძალიან კარგად ჩანს გამეორებებზე. მეტოქემ აშკარად მოარტყა ფეხში, ეს არის ძალიან აშკარა პენალტი, რომლის გატარებაც არ შეიძლებოდა. შემდეგ ხალხი ამბობს, რომ ჩვენ ვწუწუნებთ. “, - თქვა სპალეტიმ.