ავტორიზაცია

ტიაგო სილვა: "იმდენი ვართ, რომ გასახდელის გაფართოება მოგვიწია, დროა გავჩერდეთ"

ტიაგო სილვა: "იმდენი ვართ, რომ გასახდელის გაფართოება მოგვიწია, დროა გავჩერდეთ"
თარიღი 19 აპრ 2023, 22:56
ტიაგო სილვამ „ჩელსის“ სტრატეგიის პრობლემებზე ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, რომ პირველი, არასწორი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. ყველაფერში მწვრთნელებს ვერ დავადანაშაულებთ, თუ საკუთარ თავზეც არ ავიღებთ პასუხისმგებლობას. ეს კლუბისთვის რთული პერიოდია, მითუმეტეს ამდენი გაურკვევლობის ფონზე.

მფლობელის შეცვლა, ახალი ფეხბურთელების მოსვლა. გასახდელის გაფართოვება მოგვიწია, იმიტომ რომ ის ყველას ვეღარ გვიტევდა. გუნდში საოცარი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მეორე მხრივ, ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთები, ვინც, ამხელა რაოდენობიდან გამომდინარე, კმაყოფილი ვერ იქნება.

მწვრთნელს 30-ზე მეტი ფეხბურთელიდან მხოლოდ 11-ს არჩევა უწევს, რაც რთულია. ამის გამო, ზოგი განაცხადშიც ვერ ხვდება. იანვარში რვა ფეხბურთელი დავიმატეთ.

დროა, გავჩერდეთ და შევიმუშავოთ სტრატეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე შეცდომები გაგრძელდება.“, - აღნიშნა „ჩელსის“ ვეტერანმა მცველმა.