ტუხელი: "ორივე მატჩში სიტი ანკესზე გვყავდა წამოცმული, ძალიან კმაყოფილი ვარ"
„ბაიერნის“ მწვრთნელმა, თომას ტუხელმა აღნიშნა, რომ „მან სიტისთან“ ორმატჩიან დუელში თავისი გუნდის საერთო პერფომანსით კმაყოფილი დარჩა.
„მეორე თამაშში მატჩის სადავეები უფრო მეტადაც კი გვეკავა ხელში, ვიდრე მანჩესტერში. მაგრამ ისევე, როგორც წინა კვირას, საკმარისი იღბალი არ აღმოგვაჩნდა, რომელიც სიტუაციის შემოსატრიალებლად იყო საჭირო.
ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაშით. ორივე გუნდი მომეწონა, ტოპ-დონის თამაშები იყო. ევროპის საუკეთესო ფორმაში მყოფ გუნდს ტოლსწორად ვეთამაშეთ.
ორივე მატჩში მეტოქე ანკესზე გვყავდა წამოცმული.“, - აღნიშნა ტუხელმა.