ავტორიზაცია

რომამ ევროტურნირებზე მადრიდის რეალის რეკორდი გაიმეორა

რომამ ევროტურნირებზე მადრიდის რეალის რეკორდი გაიმეორა
თარიღი 21 აპრ 2023, 09:36
იტალიური "რომა" ევროთასების ტურნირის ნახევარფინალში კვლავ ითამაშებს.

ჟოზე მოურინიოს გუნდმა ევროპის ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში "ფეინოორდი"  4-1 (დამატებითი დრო) დაამარცხეს.

Opta-ს ცნობით, "რომა" ექვს სეზონის განმავლობაში მეოთხედ (2017/18 წლების შემდეგ) ევროპული ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს - რქც საუკეთესო შედეგია ამ პერიოდში მადრიდის "რეალთან" ერთად.

გასულ სეზონში, რომაელები კონფერენს ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც "ფეინოორდი" დაამარცხეს.

ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალში "რომა "ლევერკუზენის ბაიერს" დაუპირისპირდება.