ისტორიაში პირველად: სერია A-ს ხუთი წარმომადგენელი ევროპული ტურნირების ნახევარფინალში ითამაშებს
მიმდინარე ევროპული სეზონი იტალიური გუნდებისთვის ძალიან წარმატებული გამოდის.
"მილანმა" და "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს და ეს მრავალი წლის განმავლობაში პირველად მოხდა.
"მილანმა" და "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს და ეს მრავალი წლის განმავლობაში პირველად მოხდა.
ხუთშაბათს კი "იუვენტუსი" და "რომა" (ევროპა ლიგაზე), ასევე "ფიორენტინა" კონფერენს ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ.
Opta-ს ცნობით, ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სერია A-ს ხუთი წარმომადგენელი ევროტურნირების ნახევარფინალში ითამაშებს.