ავტორიზაცია

გვარდიოლა: "ნაპოლი აუცილებლად მოიგებს სკუდეტოს"

გვარდიოლა: "ნაპოლი აუცილებლად მოიგებს სკუდეტოს"
თარიღი 21 აპრ 2023, 14:48
ცნობილი ესპანელი სპეციალისტი ხოსეპ გვარდიოლა თვლის, რომ "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მარცხი არ ნიშნავს იმას, რომ კლუბმა სეზონი ჩააგდო.

"ძალიან მომეწონა ნაპოლის თამაში, სამშაბათის ჩათვლით.  ახლა ვერ ვიტყვი, რომ გუნდმა სეზონი ჩააგდო.  ეს გუნდი აუცილებლად მოიგებს სკუდეტოს. ჩემპიონთა ლიგაში კი, მაინც გამოიჩენს თავს მომავალ სეზონში. “, - თქვა გვარდიოლამ.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ნეაპოლური გუნდი ისტორიაში პირველად გავიდა.