ნაპოლის პრეზიდენტმა ოსიმენის სატრანსფერო ფასი დაასახელა
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო ღირებულება 150 მილიონ ევროდ შეაფასა.
წყაროს ცნობით, ნეაპოლური გუნდი ნიგერიელი ფორვარდის უფრო ნაკლებ ფასში გაყიდვას გამორიცხავს.
აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელისთვის პრიორიტეტი ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშია. ფეხბურთელის მიმართ ყველაზე დიდ დაინტერესებას კი მანჩესტერ "იუნაიტედი" გამოხატავს.
მიმდინარე სეზონში ოსიმენმა სერია A-ს გათამაშებაში 24 მატჩი ჩაატარა 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.