ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია იუვენტუსის წინააღმდეგ რეკორდი დაამყაროს

ხვალ, სერია A-ს 31-ე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.
ხვიჩა კვარაცხელიას, "იუვენტუსთან" იტალიის ჩემპიონატის პირველ მატჩში გატანილი გოლის შემდეგ, შეიძლება გახდეს "ნაპოლის" პირველი ფეხბურთელი, ვინც სერია A-ში "ბებერ ქალბატონს" სადებიუტო სეზონში ორივე თამაშში გაუტანს.
საუბარია მას შემდეგ პერიოდზე რაც გამარჯვება სამი ქულად ფასობს (1994/95 წლიდან). ამის შესახებ სტატისტიკას Opta ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.