ავტორიზაცია

ერიკ ტენ ჰაგი: "მაგუაიერს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის გუნდის კაპიტანია"

ერიკ ტენ ჰაგი: "მაგუაიერს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის გუნდის კაპიტანია"
თარიღი 22 Apr 2023, 14:22
მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა გუნდის კაპიტნის ჰარი მაგუაიერის შესახებ ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა მცველმა ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალში "სევილიასთან" უხეში შეცდომა დაუშვა. 

„მაგუაიერს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის გუნდის კაპიტანია. ის ლიდერია და ხშირად ურთიერთობს მწვრთნელთან, აძლიერებს გუნდს. ვარჯიშზე ჰარის სამაგალითო ფეხბურთელს დავარქმევდი. “, - თქვა ტენ ჰაგმა პრესკონფერენციაზე.