ზაჰა კრისტალ პალასის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება, თუ კონტრაქტი გაახანგრძლივებს
"კრისტალ პალასის" გარემარბი ვილფრიდ ზაჰა შესაძლოა კლუბის რეკორდსმენი გახდეს.
Daily Mail-ის ცნობით, თუ მხარეები შეთანხმდებიან, ზაჰა "კრისტალ პალასის" ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.
30 წლის ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ლონდონელები თავიანთი ვარსკვლავის შესანარჩუნებლად იბრძვიან.
30 წლის ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ლონდონელები თავიანთი ვარსკვლავის შესანარჩუნებლად იბრძვიან.
როგორც წყარო იტყობინება, კლუბი ზაჰასთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს: ოთხ წლიანი კონტრაქტი, წელიწადში 10 მილიონ ფუნტზე მეტი ხელფასით.