მბაპეს და რამოსს არ სურთ პარედესის პსჟ-ში ხილვა

არგენტინელ ნახევარმცველს ლეანდრო პარედესს საუკეთესო ურთიერთობაში არ არის "პარი სენ-ჟერმენის" გასახდელების ლიდერებთან.
არგენტინელი მიმდინარე სეზონს "იუვენტუსში" იჯარით თამაშობს, მაგრამ ზაფხულში "პსჟ"-ში დაბრუნდება, რადგან ტურინელები არ არიან დაინტერესებული ფეხბურთელუს ყიდვით.
არგენტინელი მიმდინარე სეზონს "იუვენტუსში" იჯარით თამაშობს, მაგრამ ზაფხულში "პსჟ"-ში დაბრუნდება, რადგან ტურინელები არ არიან დაინტერესებული ფეხბურთელუს ყიდვით.
L'Equipe-ის ცნობით, "პსჟ"-ს ფეხბურთელები 28 წლის ნახევარმცველის დაბრუნებას საერთოდ არ ელოდებიან.
ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსის" და "პსჟ"-ს შეხვედრაში პარედესი და რამოსი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ესპანელი დამოკიდებულება მსოფლიოს ჩემპიონის მიმართ ნამდვილად არ არის მეგობრული.
ასევე აღნიშნულია, რომ მცველს სრულად უჭერს მხარს კილიან მბაპე, რომელიც "პსჟ"-ში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს - ფრანგიც არ არის კმაყოფილი ნახევარმცველის საქციელით.