ავტორიზაცია

პოჩეტინოს ჩელსიში დანიშვნა დასკვნით ეტაპზეა

პოჩეტინოს ჩელსიში დანიშვნა დასკვნით ეტაპზეა
თარიღი 26 აპრ 2023, 11:43
"ტოტენჰემის" ყოფილი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო სხვა ლონდონური გუნდში დანიშვნას უახლოვდება.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, არგენტინელის დანიშვნა ლონდონის "ჩელსიში" დასკვნით ეტაპზეა. ორივე მხარე ელოდება გარიგების დადებას და იმედოვნებს, რომ რაც შეიძლება მალე გამოცხადდება თანამშრომლობა.

პოჩეტინომ "ჩელსის" ხელმძღვანელობაზე მეტი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა კანდიდატმა, ვინც მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობაზე განიხილებოდა.