ავტორიზაცია

კანავარო: "კვარაცხელია და ოსიმენი ძლიერები არიან, მაგრამ ნაპოლიმ სკუდეტო გუნდურობით მოიგო"

კანავარო: "კვარაცხელია და ოსიმენი ძლიერები არიან, მაგრამ ნაპოლიმ სკუდეტო გუნდურობით მოიგო"
თარიღი 26 Apr 2023, 14:06
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, "ნაპოლიმ" ჩემპიონობა პირველ რიგში გუნდურობის დამსახურებით მოახერხა.

"კვარაცხელიას და ოსიმენის წვლილი ჩემპიონობაში? ნებისმიერი ასეთი შედარება მკრეხელობა მგონია. 

ორივე ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ეს ჩემპიონატი ნაპოლიმ იმიტომ, მოიგო, რომ მწვრთნელმა შექმნა კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელსაც საოცარი სტაბილურობა ჰქონდა.

ოსიმენი და კვარა ტურინში ნაკლებად ბრწყინავდნენ, მაგრამ თამაშის ბედი ელმასმა და რასპადორიმ გადაწყვიტეს, როგორც სხვა მატჩებში სხვებმა. ",- თქვა კანავარომ.