ავტორიზაცია

ბაიერნი ოსიმენისთვის ბრძოლაში ფავორიტია

ბაიერნი ოსიმენისთვის ბრძოლაში ფავორიტია
თარიღი 26 აპრ 2023, 14:36
მიუნხენის "ბაიერნს" აქვს "ნაპოლის" თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის შეძენის კარგი შანსი. 

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნიგერიელისთვის ბრძოლაში თომას ტუხელის გუნდი ინგლისურ კლუბებს "ჩელსისა" და მანჩესტერ "იუნაიტედს" უსწრებს.

წყაროს ცნობით, ოსიმენი ასევე თქნქხმაა "ბაიერნში" გადასვლაზე, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს გარიგებას. 

სიტუაციას შესაძლოა ნაპოლის ფინანსურმა მოთხოვნამ შეაფერხოს, რომელსაც ფეხბურთელისთვის 150 მილიონი ევრო სურს. იქიდან გამომდინარე, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობა მზადაა ახალი ფორვარდისთვის მაქსიმუმ 100 მილიონი გამოყოს, შესაძლოა ტრანსფერში სირთულეები წარმოიშვას.