ტუხელს კოვაჩიჩის ბაიერნში წაყვანა სურს
"ბაიერნის" მთავარ მწვრთნელს თომას ტუხელს "ჩელსის" ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის შეძენა სურს. ინფორმაციას Bild ავრცელებს.
ტუხელი ხორვატს განიხილავს, როგორც მოთამაშეს, რომელსაც შეუძლია "ბაიერნის" ნახევარდაცვა გააძლიეროს.
ტუხელი ხორვატს განიხილავს, როგორც მოთამაშეს, რომელსაც შეუძლია "ბაიერნის" ნახევარდაცვა გააძლიეროს.
28 წლის ნახევარმცველს "არიატოკრატებთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.
კოვაჩიჩი "ჩელსიში" 2018 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.