ავტორიზაცია

როტენი: "მესი პსჟ-ში მხოლოდ ფულისთვის გადავიდა"

როტენი: "მესი პსჟ-ში მხოლოდ ფულისთვის გადავიდა"
თარიღი 27 აპრ 2023, 11:02
საფრანგეთის ნაკრებისა და "პსჟ"-ს ყოფილმა ნახევარმცველმა ჟერომ როტენმა არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

"მესი პსჟ-ში მხოლოდ ფულის გამო გადავიდა. ჩვენ გვესმის, რატომ დატოვა მან ბარსელონა. კატალონიელებმა ფინანსური პრობლემების გამო მას ისე ვერ გადაიხადეს, როგორც ადრე.

არ მაინტერესებს რამდენი საგოლე გადაცემა აქვს. თუ ამას არ აკეთებს მნიშვნელოვან მატჩებში, მაშინ რა სარგებლობა მოაქვს მას. ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ არასდროს გვინახავს დიდი მესის თამაში. მან ვერაფერი აჩვენა ბაიერნის წინააღმდეგ. “, - თქვა როტენმა.

მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა.