ავტორიზაცია

დე ბრუინი: "ტიტულზე საუბარი ნაადრევია, სიტის შვიდი მატჩი დარჩა"

დე ბრუინი: "ტიტულზე საუბარი ნაადრევია, სიტის შვიდი მატჩი დარჩა"
თარიღი 27 Apr 2023, 11:12
მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩში "არსენალთან" გამარჯვების (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ეს მნიშვნელოვანი თამაშია. ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთი მატჩების მოგება. ჩემპიონობის ტიტულზე ბევრი ილაპარაკებს, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვეთამაშა და ეს გავაკეთეთ.

წინ ჯერ კიდევ შვიდი მატჩი გვაქვს, ამიტომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. სეზონის ბოლო ნაწილში ვართ და ვიცით, რომ ყველა თამაში უნდა მოვიგოთ. დღეს რომ წაგვეგო, ძალიან რთული იქნებოდა. ძალიან კარგი თამაში ვითამაშეთ.

შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რა მოხდება რამდენიმე კვირაში. საკმარისად რთულია ყველა თამაშში 100 პროცენტის გაცემა - ჩვენ გვქონდა მატჩი მიუნხენში, შემდეგ ლონდონში და შეფილდში. ბოლო ხუთი-ექვსი კვირა იყო თამაშები ყოველ სამ დღეში. ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა, ყოველ შაბათ-კვირას რომ ვთამაშობდეთ. ",- თქვა დე ბრუინმა. 

"მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის 31 მატჩია შემდეგ 73 ქულით მეორე ადგილზეა. "არსენალი" 33 მატჩიდან 75 ქულით ჩემპიონატს ლიდერობს.