მარკო როისი დორტმუნდის ბორუსიასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი მარკო როისი მალე კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.
როისი უკვე მე-11 სეზონია, რაც "ბორუსისას" მაისურს ირგებს. კლუბის შემადგენლობაში ნახევარმცველმა ორჯერ მოიგო გერმანიის თასი და სამჯერ გახდა ქვეყნის სუპერთასის მფლობელი.
მიმდინარე სეზონში როისმა დორტმუნდის "ბორუსიაში" 26 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მიმდინარე სეზონში როისმა დორტმუნდის "ბორუსიაში" 26 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.