ნაპოლის მატჩი გადაიდო!კვარაცხელიას გუნდს სრულფასოვანი ზეიმის საშუალება ექნება
Napoli 24-ი Mediaset-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის მატჩი, სადაც "ნაპოლი" "სალერნიტანას" უმასპინძლებს, ერთი დღით გადაიდო და კვირას, 30 აპრილს შედგება.
ზუსტი დრო არ სახელდება, თუმცა მატჩი დიდი ალბათობით თბილისის დროით 17:00 საათზე ჩატარდება. არსებობს შეხვედრის 19:00 საათზე ჩატარების ვარიანტიც.
შეხვედრის გადატანის მოთხოვნა იმით არის გამოწვეული, რომ შესაძლოა "ნაპოლიმ" ტიტული საკუთარ თამაშზე ადრე გაინაღდოს.
შეხვედრის გადატანის მოთხოვნა იმით არის გამოწვეული, რომ შესაძლოა "ნაპოლიმ" ტიტული საკუთარ თამაშზე ადრე გაინაღდოს.
ყველაფერი ეს, საკუთარ შედეგთან ერთად "ინტერი" - "ლაციოს" ანგარიშზე იქნება დამოკიდებული. თუ "ლაციო" ვერ მოიგებს და "ნაპოლი" გაიმარჯვებს ლუჩიანო სპალეტის გუნდი ჩემპიონი 6 ტურით ადრე გახდება. "ინტერისა" და "ლაციოს" მატჩი კვირას 14:30 საათზე ჩატარდება.