ავტორიზაცია

კარიმ ბენზემა ლა ლიგის ყველა დროის მეოთხე საუკეთესო ბომბარდირი გახდა

კარიმ ბენზემა ლა ლიგის ყველა დროის მეოთხე საუკეთესო ბომბარდირი გახდა
თარიღი 29 აპრ 2023, 22:31
„ალმერიას“ კარში გატანილი გოლები კარიმ ბენზემასთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

ფრანგმა ფორვარდმა ლა ლიგის 32-ე ტურში ჰეთ-ტრიკი გაიფორმა და ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში წინ წაიწია.

საქმე ისაა, რომ ამ გოლებით ბენზემა ლა ლიგის ყველა დროის მეოთხე საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მხოლოდ ლეო მესის, კრიშტიანუ რონალდუს და ტელმო სარას ჩამორჩება.

ტოპ-5 ასე გამოიყურება:

1. ლეო მესი - 474 გოლი

2. კრიშტიანუ რონალდუ - 311 გოლი

3. ტელმო სარა - 251 გოლი

4. კარიმ ბენზემა - 235 გოლი

5. უგო სანჩესი - 234 გოლი.