ავტორიზაცია

"საგანგაშო ნიშანია", - ანჩელოტი რეალის მოგების შემდეგ

"საგანგაშო ნიშანია", - ანჩელოტი რეალის მოგების შემდეგ
თარიღი 30 Apr 2023, 01:07
კარლო ანჩელოტიმ „ალმერიასთან“ 4:2 მოგების შემდეგ, ვინისიუსის ტრავმაზე ისაუბრა.

ბრაზილიელმა მატჩის 82-ე წუთზე დისკომფორტი იგრძნო და შეცვლა ითხოვა.

„მან მუხლში მიიღო დარტყმა, მაგრამ არაფერი საგანგაშო, ვფიქრობ რამდენიმე დღეში მომჯობინდება. მომდევნო მატჩისთვის ისედაც დისკვალიფიცირებულია, თასის ფინალში კი ითამაშებს.

ვინისიუსი მასზე დაჯარიმების შემდეგ მუდმივად კამათობს, ასეთია რეალობა. მას 10 ყვითელი ბარათი აქვს, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მის მეტოქეებს.

გამაბრაზა იმან, რომ გუნდი მოეშვა და ჩათვალა, რომ მატჩი დამთავრებული იყო. ეს 3:0-ზე და 4:1-ზე მოხდა და ჩვენთვის აუცილებლად საგანგაშო ნიშანი უნდა იყოს. არ შეიძლება ზეწოლის შემცირება, იმიტომ რომ ამას გაშვებული გოლები მოსდევს.“, - აღნიშნა იტალიელმა.