არსენალი მზადაა გრანიტ ჯაკას შეელიოს
შვეიცარიელმა ნახევარმცველმა გრანიტ ჯაკამ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში "არსენალი" დატოვოს.
როგორც Daily Mail-ის ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, "მეთოფეები" მზად არიან განიხილონ წინადადებები ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ.
ლონდონელებმა გადაწყვიტეს ჯაკას გაყიდვა, რათა გზა გაეხსნათ ინგლისის ნაკრებისა და "ვესტ ჰემის" ნახევარმცველ დეკლან რაისის შესაძენად.

ეს ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის "მეთოფეების" მთავარი სატრანსფერო მიზანია.
ჯაკა არსენალის ღირსებას 2016 წლის ივლისიდან იცავს. მხარეებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების ვადა 2023/2024 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.