ასეთი რამ 92 წელი არ მომხდარა: ჰოლანდმა ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში გამორჩეული შედეგი დააფიქსირა
პრემიერ ლიგის 34-ე ტურში "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანდმა "ფულჰემთან" ერთი გოლი გაიტანა.
ეს გოლი ნორვეგიელისთვის 50-ე იყო მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე.
ეს გოლი ნორვეგიელისთვის 50-ე იყო მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე.
ეს ინგლისის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელთა შორის არავის გაუკეთებია 1931 წლიდან მოყოლებული, როდესაც ტომ ვარინგმა "ასტონ ვილას" რიგებში 50 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდი პრემიერ ლიგაში სადებიუტლ სეზონს ატარებს.