ავტორიზაცია

ჰოლანდმა ინგლისის პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდი გაიმეორა

ჰოლანდმა ინგლისის პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდი გაიმეორა
თარიღი 30 აპრ 2023, 20:13
პრემიერ ლიგის 34-ე ტურში "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანდმა "ფულჰემთან" ერთი გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში ჰოლანდის ანგარიშზე 34 გოლია. 

მან გაიმეორა ბომბარდირთა აბსოლუტური რეკორდი, რომელსაც მანამდე მრავალი წლის განმავლობაში ენდი კოულს და ალან შირერს ეკუთნოდათ. 

მათ 1993/1994 და 1994/1995 წლების სეზონებში 34 გოლი გაიტანეს. ამასთან, ამ დროს ინგლისის ჩემპიონატი 42 ტურისგან შედგებოდა.