პსჟ-მ ლორიენთან წააგო - მბაპემ კურიოზული გოლი გაიტანა
საფრანგეთის ლიგა 33-ე ტურში "პსჟ"-მ საკუთარ მოედანზე "ლორიენს" დაუპირისოირდა და 1:3 დამარცხდა.
სტუმრები ლე ფიმ მე-15 წუთზე დააწინაურა. რასაც შეხვედრის მე-20 წუთზე ჰაკიმის მეორე ყვითელი ბარათი და გაძევება მოჰყვა.
29-ე წუთზე მბაპემ მეტოქე გუნდის მეკარეს ბურთი მოჰპარა და კურიოზული გოლით წონასწორობა აღადგინა. ტაიმის მიწურულს დარკინ იონგვამ სტუმარ გუნდს ტაიმი მოაგებინა.
მეორე ნახევარში მრავალი მცდელობის მიუხედავად "პსჟ"-მ შეხვედრის გადარჩენა ვერ შეძლო. 88-ე წუთზე კი ბამბა დიენგიმ (1:3) წერტილი დასვა.
ამრიგად, კრისტოფ გალტიეს გუნდს კვლავ 75 ქულა აქვს და "მარსელს" 7 ქულით უსწრებს, თუმცა მთავარ კონკურენტს მატჩი მარაგში აქვს.