კლოპი: "არ ვიცი, რა უნდა ამ მსაჯს ჩემგან, მაგრამ ის, რაც მითხრა - ნორმალური არ არის"
„ლივერპულის“ მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „ტოტენჰემთან“ 4:3 მოგების შემდეგ, მსაჯის მიკერძოებაზე ისაუბრა.
„პირველი ტაიმის დიდ ნაწილში საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშეთ, თუმცა გოლი მას შემდეგ გავუშვით, როცა პირველად ვითამაშეთ დაცვაში ისე, როგორც არ უნდა გვეთამაშა.
„ტოტენჰემის“ მიდგომა ბევრ პრობლემას ქმნის, ისინი არაფერს არ ცვლიან და 1:3-საც კონტრშეტევებზე აგებს თამაშს. უბრალოდ თავს იცავს, კონტრშეტევებში მოდის და სტანდარტულების იმედად არის - ეს ყველაფერს ართულებს.
დღევანდელ მატჩში ჟოტას დამსახურებით გადავრჩით, სახლში ყველა კმაყოფილი მიდის, მაგრამ მწვრთნელი მე ვარ და მიწევს ყველაფერზე ლაპარაკი. სამ დღეში უკეთ უნდა ვითამაშოთ.
როგორ შეიძლებოდა სალაჰის დაჯარიმება „ტოტენჰემის“ მესამე გოლის წინ? თუმცა, ამ მსაჯთან, პოლ ტირნისთან თავისებური ისტორია გვაქვს. არ ვიცი, რა აქვს ჩვენი საწინააღმდეგო, ის ამბობდა, რომ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ეს ტყუილია. ჩემთვის გაუგებარია, რატომ მიყურებს ის ასე. ინგლისში მსგავსი სიტუაციების განმარტების აუცილებლობა არ არსებობს, ამიტომ ყველაფერი არეულადაა.
დიახ, ჩემი აღნიშვნა ზედმეტად ემოციური იყო, მაგრამ ის, რაც მან მითხრა, როცა ყვითელს მიჩვენებდა - ნორმალური არ არის.“, - აღნიშნა კლოპმა და არ დააზუსტა, რა მოისმინა მთავარი არბიტრისგან.