სუპერ მატჩი ენფლიდზე - ლივერპულმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტურში "ლივერპული" საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში 4:3 გაიმარჯვა.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩის სტარტი მოულოდნელი აღმოჩნდა და "მერსესაიდული" გუნდი პირველ 15 წუთში კურტ ჯოუნსის, ლუის დიასის და სალაჰის გოლების წყალიბით (3:0) კომფორტული უპირატესობით დაწინაურდა, შეხვედრაში ინტრიგა არ მომკვდარა. პირველი ტაიმის მიწურულს 39-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა.
მეორე ნახევრის 77-ე წუთზე სონ ჰინ მინის გოლის წყალობით ლონდონელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს. 93+3 წუთზე სამხრეთ კორეელის პასის შემდეგ ცვლილებაზე შესულმა რიშალისონმა შეაგდო, (3:3) თუმცა საოცარი ქამბექის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა. 90+4 წუთზე ლუკას მოურამ იურგენ კლოპის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.
ამრიგად, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "ლივერპულს" 56 ქულა აქვს და მეხუთე ადგილს იკავებს. "ტეტენჰემი" 54 ქულით მე-6 ადგილზეა.