სპალეტი: "უბრალოდ სიამოვნება გავიხანგრძლივეთ - ნაპოლის ჩემპიონობა გაუხარდება ყველას, ბოღმიანების გარდა"
ლუჩანო სპალეტიმ „სალერნიტანასთან“ ფრე (1:1) შეაფასა, რომლის გამოც „ნაპოლიმ“ ჩემპიონობა წინასწარ ვერ გაინაღდა.
„აშკარაა, ბიჭები იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ ქომაგებს ეს სიხარული ვერ აჩუქეს, მაგრამ ჩვენ უკვე დიდი ხნის წინ შევიგრძენით, რომ ფსიქოლოგიურად ეს ყველაზე რთული მომენტებია და შენგან სულ რაღაცას მოითხოვს.
„სალერნიტანა“ კარგად ორგანიზებულია და დაცვაში იკეტება, რამაც საქმე გაგვირთულა, თუმცა გაშვებული გოლის მომენტში ცოტა სულელურად ვიმოქმედეთ.
რომ მოგვეგო, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო დასანახი იქნებოდა ხალხის ზეიმი, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ მათ მიჯაჭვულობას. ჩვენ ვანსახიერებთ მათ ოცნებას და ისინი ამას გრძნობენ.
ქომაგებისთვის მეორე გოლის ჩუქება გვინდოდა. მგონია, რომ უბრალოდ სიამოვნება გავიხანგრძლივეთ, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მე დისკომფორტს არ ვგრძნობ. უბრალოდ, აღნიშვნები გაგრძელდება ცოტა დიდხანს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ამ ორ ქულას აუცილებლად მოვიპოვებთ.
ყველას, ვისაც ეს სპორტის სახეობა უყვარს, გაუხარდება, თუ „ნაპოლი“ სკუდეტოს მოიგებს. სპორტის ყველა მოყვარულს, გარდა ცოტა ბოღმიანებისა.
ამას ჩემს პირად მიღწევად ვერ მივიწერ, ბიჭებს ვუთმობ, რადგან ისინი ყოველთვის აკეთებდნენ იმას, რასაც მათგან ითხოვდნენ და თავიდანვე უნდოდათ ნამდვილი გუნდი გამხდარიყვნენ. ასეთი ფიქრები გვქონდა დღესაც: მომენტების შექმნა ერთმანეთისთვის გვინდოდა - კოლექტიური ქმედებები არის ის, რაც ძალებს გვაძლევს.
ამ სპორტში, კრიტიკის თავიდან არიდების მხოლოდ ერთი გზა არსებობს - მწვრთნელობაზე უარის თქმა. სახურავებზე ზიან პროფესიონალი ქილერები, რომლებიც მხოლოდ ელიან შანსს, რომ გესროლონ! ჩემთვის ეს პრობლემა არ არის: შენ აკეთებ იმას, რაც საჭიროა და შენი ერთადერთი მიზანია - პირველობა.
ახლა გვაკლია ის ხარისხი და სიმწვავე, რომელიც სეზონის სტარტზე გვქონდა, იმიტომ რომ აქ, როგორც მარათონში, ბოლო კილომეტრის გავლა ყველაზე რთული ხდება.“, - აღნიშნა სპალეტიმ.