კლოპი: "ჩელსის გამო ვწუხვარ, არ შეიძლება უბრალოდ საუკეთესო ფეხბურთელები შეკრიბო და იფიქრო, რომ ეს იმუშავებს"
იურგენ კლოპმა „ჩელსის“ მაგალითზე ისაუბრა, რომ საუკეთესო ფეხბურთელები შედეგს ვერ განაპირობებს.
„სიმართლე გითხრათ, ცოტა ვწუხვარ „ჩელსის“ გამო, იმიტომ რომ მათი საქმეები კარგად ვერ მიდის. ვფიქრობ, ეს ტოპ-გნდია. მაგრამ, მეორე მხრივ, სასიამოვნო სანახავია, რომ არ შეიძლება უბრალოდ საუკეთესო ფეხბურთელები შეკრიბო და იფიქრო, რომ ეს იმუშავებს.
გუნდი უნდა ააშენო. სწორედ ეს ფაქტორი ვერ შეაფასესბ იჭებმა, როცა მწვრთნელებს პრაქტიკულად შეუსრულებელი ამოცანა დაუწესეს. შეუძლებელია გქონდეს ორი გასახდელი, ვარჯიშობდე ორ მოედანზე. უნდა შეიქმნას ურთიერთობა, გუნდური სულისკვეთება. მე ასეთი გზა მხიბლავს.
„ჩელსიში“ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება. ისინი მომდევნო სეზონში დაუჯერებლად ძლიერები გახდებიან, მაგრამ მათ ნათელი მაგალითისთვის ვიყენებ. ყველაზე მაღალ დონეზე ასე მოქმედება არ შეიძლება და ჩვენც არ ვაპირებთ ამის გაკეთებას.
გუნდში სწორი ფეხბურთელები უნდა მოიყვანო და გუნდი ააშენო. ამ გუნდმა დაწერა სენსაციური ისტორია, ახლა კი ჩვენ უბრალოდ ახალს ვიწყებთ, სულ ეს არის.“, - აღნიშნა კლოპმა.