კეინი პრემიერ ლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოთხ სეზონში 25+ გოლი გაიტანა
ინგლისის ჩემპიონატის 34-ე ტურის მატჩში "ლივერპულსა" და "ტოტენჰემს" შორის (4:3) დასრულდა.
ჰარი კეინმა ამ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. თავდამსხმელისთვის ეს გოლი 25-ე იყო ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში. კეინი პრემიერ ლიგის ისტორიაში მხოლოდ მეორე მოთამაშე გახდა, რომელმაც ოთხ სეზონში 25 ან მეტი გოლი გაიტანა.
კეინამდე ასეთ შედეგს მხოლოდ "ნიუკასლისა" და "ბლექბერნის" ყოფილმა ფორვარდმა ალან შიერმა მიაღწია.
კეინმა ლიგაში 25 ან მეტი გოლი გაიტანა ზედიზედ სამ სეზონში: 2015/2016 (25), 2016/2017 (29) და 2017/2018 (30).
კეინმა ლიგაში 25 ან მეტი გოლი გაიტანა ზედიზედ სამ სეზონში: 2015/2016 (25), 2016/2017 (29) და 2017/2018 (30).