ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩი მილანთან კონტრაქტის ერთი წლით გაახანგრძლივებს?

იბრაჰიმოვიჩი მილანთან კონტრაქტის ერთი წლით გაახანგრძლივებს?
თარიღი 01 მაი 2023, 02:32
"მილანის" თავდამსხმელს ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარიერის დასრულება არ სურს. 

Sky Sport Italia-ს ცნობით, შვედი თავდამსხმელი "როსონერისთან" კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.

წყაროს ცნობით, იბრაჰიმოვიჩს ფეხბურთის მაღალ დონეზე გაგრძელება სურს და უახლოეს მომავალში შეეცდება მილანური კლუბის ხელმძღვანელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოილაპარაკოს.

მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა "მილანის" მაისურით იტალიის ჩემპიონატში ოთხი მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი გაიტანა.