ავტორიზაცია

პეტი: "მბაპე პსჟ-ში ოქროს ბურთს ვერ მოიგებს"

პეტი: "მბაპე პსჟ-ში ოქროს ბურთს ვერ მოიგებს"
თარიღი 01 მაი 2023, 11:23
1998 წლის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც "არსენალსა" და "ბარსელონაში" თამაშობდა, ემანუელ პეტი სკეპტიკურად უყურებს კილიან მბაპეს ოქროს ბურთის პერსპექტივებს მის ამჟამინდელ კლუბში "პსჟ"-ში დარჩენის შემთხვევაში. მისი აზრით, ამისთვის მბაპეს პარიზული გუნდის დატოვება მოუწევს.

"მან ფრანგულ ფეხბურთში ყველა წარმოუდგენელი რეკორდი მოხსნა, მაგრამ იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მსოფლიოში საუკეთესო გახდე და ოქროს ბურთი მიიღო, პსჟ უნდა დატოვო. მბაპეს აქვს ოქროს ბურთის პოტენციალი. , - თქვა პეტიმ. 

შეგახსენებთ, რომ მბაპე თავის ამჟამინდელ კლუბში 2017 წლიდან თამაშობს, მანამდე კი "მონაკოში" თამაშობდა.