ავტორიზაცია

რამდენს დახარჯავს პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს?

რამდენს დახარჯავს პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს?
თარიღი 01 მაი 2023, 11:26
"პსჟ"-ს მფლობელებმა დაასახელეს თანხა, რომელიც მზად არიან დახარჯონ გუნდის გაძლიერებისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში.

Lequipe-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, პარიზული გუნდი ახალწვეულების შესაძენად დაახლოებით 225 მილიონ ევროს გამოყოფს.

ფრანგული კლუბის სატრანსფერო სიაში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელია. "პსჟ"-მ ზაფხულში შესაძლოა: კეფრენ ტურამი, ჰარი კეინი, ვიქტორ ოსიმენი და რენდალ კოლო-მუანი შეიძინოს.

დიდი ალბათობით, ზაფხულში გუნდს სერხიო რამოსი, ლიონელ მესი, პრესნელ კიპემბე, კარლოს სოლერი და ფაბიან რუისი დატოვებენ.