ავტორიზაცია

მადრიდის რეალის მცველმა მილიტაომ ყველაზე რთული მოწინააღმდეგე დაასახელა

მადრიდის რეალის მცველმა მილიტაომ ყველაზე რთული მოწინააღმდეგე დაასახელა
თარიღი 01 May 2023, 11:34
მადრიდის "რეალის" მცველმა ედერ მილიტაომ დაასახელა მეტოქე, რომლის წინააღმდეგაც ყველაზე მეტად გაუჭირდა.

"ბოლო წლებში ბევრი დიდი ფეხბურთელის წინააღმდეგ ვითამაშე. ესენი იყვნენ მესი, ნეიმარი, მბაპე, ლევანდოვსკი, მანეტი. 

ერთის არჩევა მიჭირს. მაგრამ, ალბათ, ეს იყო მბაპე. მისი ქმედებების წინასწარმეტყველება ძალიან რთულია. “, - თქვა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.  

მილიტაომ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 25 წლის მცველმა 5 გოლი გაიტანა და ოთხი ყვითელი ბარათი მიიღო. მისი კონტრაქტი მადრიდის "რეალთან" 2025 წლამდეა გათვლილი.