ყოფილი შეგირდი: "ვალდესმა მითხრა, რომ ბარსელონაში ყოფნით იტანჯებოდა და ნამდვილი ფეხბურთის გემო მიდლსბროში შეიგრძნო"
ვიქტორ ვალდესმა ყოფილი გუნდის ფეხბურთელებს გაუმხილა, რომ „ბარსელონაში“ ყოფნით უბედური იყო.
„მან გვითხრა, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთისგან ძალიან იტანჯებოდა, რადგან ფლეიმეიქერივით შეტევების დაწყება და გახსნილ პიკეზე ან პუიოლზე პასების გაკეთება უწევდა, მას კი უფრო ვერტიკალური და სწორხაზოვანი ფეხბურთის თამაში უნდოდა.
ის თავს როკერად მიიჩნევდა და როკენროლი უნდოდა. მან მიგვანიშნა, რომ „ბარსაში“ გატარებული დროისგან სიამოვნება არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდის ოქროს ხანა იყო, მას საუკეთესო მოგონებები არ დარჩენია.
მეტიც, ვიქტორმა მოგვიანებით ისიც გვითხრა, რომ ნამდვილი ფეხბურთის გემო პრემიერ ლიგაში, „მიდლსბროში“ შეიგრძნო და არა „ბარსელონაში“. - აღნიშნა არნო სოლამ, რომელიც „ბარსელონას“ ექს-მეკარის ხელმძღვანელობით „ორტაში“ მუშაობდა.
ვალდესი ესპანეთის მე-4 დივიზიონის გუნდს „ორტას“ 2020-2021 წლებში წვრთნიდა.