ზაფხულში ტრანსფერების გარეშე? - ლა ლიგამ ბარსელონას სატრანსფერო გეგმა უარყო
კატალონიური "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს შესაძლოა ტრანსფერების გარეშე დარჩეს.
Sport-ის ცნობით, ლა ლიგის ხელმძღვანელობამ უარყო კატალონიელთა გეგმა, რომლის მიხედვითაც, კლუბს შეეძლო ახალწვეულების ხელმოწერა ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების გვერდის ავლით.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ამჟამად ყველაზე მეტად ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნებასთან ასოცირდება.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ამჟამად ყველაზე მეტად ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნებასთან ასოცირდება.
კლუბის მოკლე სიაში ასევე შედიან მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი და ბილბაოს "ატლეტიკის" ცენტრალური მცველი ინიგო მარტინესი. მენეჯმენტს ყველა ფეხბურთელის დამატება, თავისუფალი აგენტის სტატუსით სურდა.