ავტორიზაცია

მენდესმა ბარსელონას განუცხადა, რომ პრემიერ ლიგის კლუბი მზადაა, ფატის ტრანსფერში 70 მილიონ ევრო გადაიხადოს

მენდესმა ბარსელონას განუცხადა, რომ პრემიერ ლიგის კლუბი მზადაა, ფატის ტრანსფერში 70 მილიონ ევრო გადაიხადოს
თარიღი 01 მაი 2023, 11:43
"ბარსელონამ" შესაძლოა ზაფხულში თავისი აღზრდილი მოთამაშე ანსუ ფატი ინგლისის პრემიერ ლიგაში გაყიდოს.

Sport-ის ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა ჟორხე მენდესმა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბი ანსუს სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს შეთავზებას გააკეთებს.

ანსუს მთავარ პრეტენდენტად მანჩესტერ "იუნაიტედი" ითვლებოდა, თუმცა წყაროს ჯერ არ დაუსახელებია გუნდის ვინაობა, რომელიც მზად არის 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ფატიმ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.