ავტორიზაცია

გვარდიოლას ნეიმარის ტრანსფერი არ სურს - ამის მიზეზი ცნობილია

გვარდიოლას ნეიმარის ტრანსფერი არ სურს - ამის მიზეზი ცნობილია
თარიღი 01 მაი 2023, 11:39
ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი, რომელიც "პარი სენ-ჟერმენს" ეკუთვნის, მანჩესტერ "სიტის" ინტერესთა სფეროშია. თუმცა, "ქალაქელების" მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას კლუბში ყოფნის დროს ბრაზილიელის ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა.

Goal.com-ის ცნობით, ესპანელი სპეციალისტი 31 წლის ვარსკვლავის გაფორმებას ეწინააღმდეგება. 

გვარდიოლას მოედნის მიღმა ნეიმარის საქციელით კმაყოფილი არ არის. ბრაზილიელს ხშირად უყვარს სხვადასხვა წვეულებაზე დასწრება, რაც პეპს არ მოსწონს.

ნეიმარი "პსჟ"-ში 2017 წლის აგვისტოდან თამაშობს. მისი კონტრაქტი კლუბთან 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში.