ავტორიზაცია

ჟორჟე მენდეში ბარსელონას არწმუნებს, რომ ზაფხულში 70-მილიონიან შემოთავაზებას დაუდებს მაგიდაზე

ჟორჟე მენდეში ბარსელონას არწმუნებს, რომ ზაფხულში 70-მილიონიან შემოთავაზებას დაუდებს მაგიდაზე
თარიღი 01 მაი 2023, 23:19
საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში დარწმუნებულია, რომ პრემიერ ლიგაში ანსუ ფატის მსურვლეები გამოჩნდებიან.

Diario Sport-ის ინფორმაციით, მან „ბარსელონა“ დაარწმუნა, რომ ზაფხულში კლუბს ფატის სანაცვლოდ 70-მილიონიან შემოთავაზებას დაუდებს მაგიდაზე, რომელიც, უდიდესი ალბათობით, ინგლისიდან იქნება.

ფატიმ მიმდინარე სეზონში ხავის ნდობა დაკარგა და მწვრთნელის სამომავლო გეგმებში აღარ შედის. ხელმძღვანელობა ანსუს გაყიდვას ისურვებდა, რათა კლუბის ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოს.

მიმდინარე სეზონში ფატიმ ლა ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.