ავტორიზაცია

გვარდიოლა: "ჩერჩილიც კი არ იყო ჯერ პრემიერ-მინისტრი, როცა დამყარდა რეკორდი, რომელიც ჰოლანდმა გაიმეორა"

გვარდიოლა: "ჩერჩილიც კი არ იყო ჯერ პრემიერ-მინისტრი, როცა დამყარდა რეკორდი, რომელიც ჰოლანდმა გაიმეორა"
თარიღი 02 May 2023, 00:17
პეპ გვარდიოლამ ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ ერლინგ ჰოლანდმა ინგლისში 92-წლიანი რეკორდი გაიმეორა.

„მან სიტის“ ფორვარდმა ერთ სეზონში ყველა ტურნირზე უკვე 50 გოლი გაიტანა. ინგლისური გუნდების რიგებში უკანასკნელად ეს 1930/31-წლებში ტომ უორინგმა მოახერხა.

„ვიცი, რომ უინსტონ ჩერჩილიც კი არ იყო ჯერ პრემიერ-მინისტრი, როცა დამყარდა რეკორდი, რომელიც ერლინგმა გაიმეორა, ეს ძალიან-ძალიან ადრე იყო.

ძალიან მოვიხიბლე იმით, რომ მან პენალტის შესრულების სურვილი გამოთქვა.“, - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „ფულემთან“ მატჩამდე ჰოლანდს თავისი ბოლო პენალტი გაფუჭებული ჰქონდა - „ბაიერნთან“ საპასუხო მატჩში მან ბურთი კარს გადააცილა.